ვენეციის კომისია

ვენეციის კომისია

E. Venice Commission

ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, დაარსდა 1990 წელს და არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტატციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში. კომისიის გადასინჯული წესდება მიღებულ იქნა 2002 წლის 21 თებერვალს. წესდების თანახმად, კომისია ემსახურება შემდეგ მიზნებს: მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი სისტემის გაგების გაძლიერებას ამ სისტემათა დაახლოების მიზნით; დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას. კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება: კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას; ძირითად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კერძოდ კი მათ, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადგილობრივ და რეგიონალურ მთვრობათა ხელშეწყობას დემოკრატიის განვითარების მიზნით. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის (კანონის) უზენაესობის პრინციპების დაცვა კომისიის მიერ ხორციელდება ოთხი მიმართულებით: კონსტიტუციური სამართლის სფეროს ხელშეწყობა; არჩევნები და რეფერენდუმები, საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობა; კვლევებისა და სემინარების ჩატარება. კომისია შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……