ვენის დეკლარაცია და მოქმედების პროგრამა

ვენის დეკლარაცია და მოქმედების პროგრამა

E. Vienna Declaration and Program of Action

ადამიანის უფლებათა თაობაზე მეორე მსოლიო კონვენციის (1993) დოკუმენტები, რომლებმაც შეაჯამეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) შემდგომ მიმდინარე პროცესები აღნუსხეს ადამიანის უფლებათა პატივისცემის ნორმატიული და სტრუქტურული (ინსტიტუციური) მექანიზმის ეფექტურობა (დეკლარაცია) და დასახეს ამ სფეროში მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობის ძირითადი მიმართულებანი (მოქმედების პროგრამა). ეს აქტები არ ითვლება საერთაშორისო სამართლის წყაროდ, მაგრამ აქვს უაღრესად დიდი როლი და ფართომასშტაბიანი მორალურ–პოლიტიკური მნიშვნელობა, რის გამოც სახელმწიფოები ხშირად მიმართავენ იმ დებულებების ციტირებას საერთაშორისო ფორუმებზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. შეიძლება ითქვას, ვდ და მპ ადამინის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტებია, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების სახეს ატარებენ, დღემდე დიდ ზეგავლენას ახდენენ გაეროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო მექანიზმების საქმიანობაზე (იხ. რბილი სამართალი).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……