ვერდიქტი

ვერდიქტი

E. verdict

L. vere dictum სწორად ნათქვამი

სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება განსასჯელის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება, როგორც წესი, რამდენიმე სიტყვისაგან შედგება („დიახ, დამნაშავეა“, „არა არ არის დამნაშავე“) და წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა წინაშე მოსამართლის მიერ დასმული კითხვის პასუხს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ვერდიქტი – ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც პირს ცნობს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ. სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……