ვერიფიკაცია

ვერიფიკაცია

პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია მსჯელობის ან ჰიპოთეზის ჭეშმარიტების დადგენასთან. სოციოლოგიაში ვ. ნიშნავს ჰიპოთეზების შეფასებისა და შემოწმების პროცედურას, რაც გულისხმობს მათ შედარებას ფაქტებთან, რეალურ ვითარებასთან. სწორად წარმართული გამოკვლევის დროს ვ–ის შედეგი შეიძლება იყოს ჰიპოთეზის დამტკიცება (დასაბუთება) ან უარყოფა. სოციალურ მეცნიერებებში ჰიპოთეზების დასაბუთების ემპირიულ მეთოდს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაზე მეტად ის ეფექტურია მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლის დროს. სოციოლოგიაში ვ. ხორციელდება მრავალგვარი სტატისტიკური და სხვა მეთოდის საშუალებით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. verification

Fr. verification, verifikation

L. verus ჭეშმარიტი + facere კეთება

თეორიული დებულებების ჭეშმარიტების დადგენა ცდების მეშვეობით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ვერიფიკაცია – (ინტ.) verification გადაცემული და მიღებული ინფორმაციის ურთიერთშესაბამისობის დადგენა ლოგიკური მეთოდების საშუალებით.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……