ვეტო ფარდობითი

ვეტო ფარდობითი

E. relative veto

1. სახელმწიფო მეთაურის მიერ კანონპროექტის სანქციონირებაზე უარის თქმა. ფაქტობრივად, იწვევს მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის გადავადებას, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტს აქვს უფლება ხელმეორედ უყაროს კენჭი კანონპროექტს და საბოლოოდ მიიღოს კანონი კვალიფიციური უმრავლესობით;

2. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ფარდობითი ვეტოს უფლებით. კანონის ან ორგანული კანონის მიღებისას, ხელმეორედ კენჭისყრის დროს, კვალიფიციურ უმრავლესობად მიიჩნევა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი, ხოლო კონსტიტუციის შესწორებისთვის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……