ვეტო

ვეტო

1. სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის ზედა პალატის უფლება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ეს უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს). შეერთებული შტატების კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტმა შეიძლება წააწეროს სიტყვა ვ. („ვკრძალავ“), რის შემდეგაც დოკუმენტი აკრძალვის სათანადო მოტივაციით საკანონმდებლო ინსტიტუტს უბრუნდება. ამის შემდეგ კონგრესს მაინც შეუძლია გაიტანოს თავისი კანონპროექტი, თუ მისი წევრები მოაგროვებენ ორივე პალატაში ხმების 2/3–იან უმრავლესობას. თუ პრეზიდენტი კვლავ ვ–ს დაადებს კანონპროექტს, ვ. ავტომატურად ძალაში შედის ათი დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში კონგრესი არ შეწყვეტს სხდომობს.

2. საერთაშორისო ასპარეზზე ვ–ს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (აშშ–ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს).

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. veto

L. veto აკრძალვის დადება

აქტი, რომლითაც ხდება რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილების მოქმედების ან ძალაში შესვლის შეჩერება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ვეტო – Veto  – [ლათ. ვეტო ვკრძალავ] 1. სახელმწიფო სამართალში: აკრძალვა, რომელსაც ადებს ერთი სახელმწიფო ორგანო მეორის გადაწყვეტილებას; 2. საერთაშორისო სამართალში: სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან შემდგარი კოლეგიური ორგანოს (სადაც საკითხები წყდება ერთხმად) ერთ-ერთი წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი წინააღმდეგია უმრავლესობის გადაწყვეტილებისა; ხორციელდება ხმის მიცემით.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……