ვულგარული მატერიალიზმი

ვულგარული მატერიალიზმი

XIX ს–ის ბურჟუაზიული ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომლის აღმოცენება დაკავშირებულია ამ საუკუნის უდიდეს აღმოჩენებთან ბუნებისმეტყველებაში. ვულგარული მატერიალიზმის წინამორბედი იყო ფრანგი მატერიალისტი პ. კაბანისი. მთავარი წარმომადგენლები იყვნენ გერმანელი ფილოსოფოსები: კ. ფოგტი, ლ. ბიუხნერი, ი. მოლეშოტი, რომლებსაც ფ. ენგელსი ვ. მ–ისტებს უწოდებდა. ისინი აღიარებდნენ მატერიის პირველადობასა და ცნობიერების მეორადობას, მაგრამ მატერიასა და ცნობიერებას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავდნენ, ვინაიდან მათი გაგებით „აზრი ისევეა დამოკიდებული ტვინზე, როგორც ნაღველი ღვიძლზე“. (ფოგტი). ვ.მ. მატერიალიზმის გაუბრალოებული, სქემატური გამოხატულებაა. მატერიალურისა და იდეალურის ერთმანეთზე დაყვანით ვულგარული მატერიალიზმი, ცხადია, დიალექტიკასაც უარყოფს ყოფიერებისა და ცნობიერების მიმართების საკითხში. იგი ემყარება მექანიციზმის ფილოსოფიურ პრინციპს. მათმა ასეთმა პოზიციამ რამდენადმე მაინც განსაზღვრა იდეალიზმთან ერთად ფილოსოფიის ე.წ. პოზიტივისტური უარყოფის ცდები, რაც საბოლოო ჯამში ფილოსოფიის როლის დაკნინება და მისი უარყოფის მცდელობა გამოვიდა. ვ.მ. საფუძვლად დაედო ვულგარულ მარქსიზმსა და ვულგარულ სოციოლოგიზმს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……