ზეგანაკვეთური მუშაობა

ზეგანაკვეთური მუშაობა

E. overtime

სამუშაო, რომელიც სრულდება სამუშაო დროის დაწესებული ხანგრძლივობის დამთავრების შემდეგ. საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ზეგანაკვეთური მუშაობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში (მაგალითად, სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად თუ მათი შედეგების დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად) და მხოლოდ პროფკავშირის კომიტეტის ნებართვით. ზოგიერთი კატეგორიის მუშაკები (ორსული ქალები, მეძუძური დედები, არასრულწლოვანები და ა.შ.) ზეგანაკვეთურ სამუშაოზე არ დაიშვებიან. თითოეული მუშაკის ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, ხოლო 120 საათს – წლის განმავლობაში. ზეგანაკვეთური მუშაობისათვის შრომის ანაზღაურება ხდება პირველი ორი საათისათვის ერთნახევარი, ხოლო მომდევნო საათებისათვის ორმაგი ოდენობით (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 54-56, 86).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……