ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ფართო საზოგადოებასთან ერთად, შეიმუშავა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც აღწერს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სასურველ შედეგს (დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. განკარგულება №84, 2004 წლის 14 ოქტომბერი). ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება ამ დოკუმენტის მიერ განსაზღვრული იდეალების მისაღწევად და, შესაბამისად, პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდას ემსახურება.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურები – ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9 ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9 კლასებს.

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

• ჩამოაყალიბებინოს მოსწავლეს საფუძვლები შემდგომ საბაზო საფეხურზე ეფექტურად სწავლისთვის;

• შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;

• შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.

საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

• მიაღწევინოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილ საგანმანათლებლო იდეალებს;

• ჩამოაყალიბოს წინაპირობები მოსწავლეების მომავალი არჩევანისთვის, აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და თუ აპირებს – რა სახით;

• შეუქმნას მოსწავლეს საფუძველი ინფორმაციის, უნარჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

• დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში აღწერილი იდეალების მიღწევაში;

• ხელი შეუწყოს მოსწავლეს საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მიღებაში;

• დაეხმაროს მოსწავლეს სწორი არჩევანის გაკეთებაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……