ზოგადი საერთაშორისო ხელშეკრულება

ზოგადი საერთაშორისო ხელშეკრულება

E. General International Treaty

საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთი წყარო – მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც აღნუსხავს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილ დაყოველთაოდ გამოსაყენებელ სამართლებრივი ქცევის წესებს, რაც საერთაშორისო სამართლის კოდიფიკაციისა და პროგრესიული განვითარების შედეგია, მაგ.: დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციამ საზღვაო სამართლის შესახებ 1982 წლის ონვენციამ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ 1969 წლის ვენის კონვენცია და სხვ. ზსხ ადგენს ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ამა თუ იმ დარგის ერთ–ერთ ძირითად ნორმატიულ აქტად იქცევა. ზსხ ღიაა ხელმოწერისა და ან შეერთებისათვის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. ზსხ განსხვავდება საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, რომლებიც ორი, რამდენიმე ან მრავალი სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ და კონკრეტულ უფლება–მოვალეობებს განსაზღვრავენ. სხვა სახელმწიფოების მონაწილეობა ასეთ ხელშეკრულებებში დამოკიდებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნებაზე.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……