თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

E. Free and Fair elections

არჩევნები, როდესაც მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად და რაიმე ზემოქმედების გარეშე ხმა მისცენ სასურველ კანდიდატებს და როდესაც ამ არჩევნების შედეგები სამართლიანად ასახავს ელექტორატის ნებას \nსაქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხით წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით (2001 წელი), რომელიც ასახავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგები სამართლიანად ასახავს ელექტორატის ნებას \nკოდექსის მიხედვით, არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით \nსაქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უფლება აქტიური და პასიურია. აქტიური საარჩევნო უფლებაა მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში \nპასიური საარცევნო უფლებაა მოქალაქის უფლება, კენჭი იყარო საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად \nსაქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პრინციპი, რომელიც ასახავს საერთაშორისო აღიარებულ წესებს, ადგენს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. კოდექსის მიხედვით, არჩევნების საყოველთაობა, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. კოდექსის მიხედვით, არჩევნების საყოველთაობა ნიშნავს, რომ ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს; ბ) პასიური საარცევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს \nარჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. საქართველოში არჩევნები პირდაპირია. იგი ტარდება ფარული კენჭისყრით. აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, ასევე კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. სწორედ ამ პრიციპების დარღვევის გამო 2003 წლის 23 ნოემბრის პარლამენტის არჩევნები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ შეფასებული იყო არაშემდგარად და ბათილად, რასაც საბოლოოდ ამ არჩევნების რეზულტატის გაუქმება მოჰყვა მასობრივი სახალხო დემონსტრაციების შედეგად (იგივე მოვლენები მოხდა კიევში 2004 წელს).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……