თავისუფალი დროის სოციოლოგია

თავისუფალი დროის სოციოლოგია

თავისუფალი დრო განისაზღვრება როგორც დრო, რომელიც რჩება ინდივიდს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისა და საკუთარი თავისა და გარემოს მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგ. თ.დ.ს. სწავლობს ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების მიერ თავისუფალი დროის გატარების, გართობის, კომუნიკაციის მოდელებს და იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ე.წ. „გართობის ინდუსტრიასთან“ თ.დ.ს-ის წარმოშობას უკავშირებენ ვებლენის შრომას „უსაქმური კლასის თეორია“. განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შემოსავლებისა და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდამ გამოიწვია გართობის ფორმებისა და მოდელების მრავალფეროვნება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ჯგუფური იდენტურობების ფორმირების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმად მოხმარებისა და გართობის პატერნებს მიიჩნევენ. ასეთი იდენტურობების გასაზომად მარკეტინგულ კვლევებში იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ ცვლადების სისტემას, რომელსაც ცხოვრების სტილი (infesyle) ეწოდება. პოსტმოდერნიზმი, რომელსაც კაპიტალის ახალ კულტურულ ლოგიკას უწოდებენ, თანამედროვე სოციალურ სტრუქტურას განიხილავს სტილიზებული გართობისა და მოხმარების პრაქტიკების კონსტრუირების ტერმინებით. დღეს ყველა კლასი ჩართულია მასობრივ კულტურაში. თავისუფალი დროის გატარების მეტ-ნაკლებად ერთნაირი ფორმების გავრცელებას კლასების დესტრუქციის ერთ-ერთ ფაქტორადაც მიიჩნევენ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……