თავისუფლების აღკვეთა

თავისუფლების აღკვეთა

E. imprisonment

სასჯელის სახე, რაც ნიშნავს მსჯავრდადებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მის მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდადებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთა არის ვადიანი და უვადო; უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50-51).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. თავისუფლების აღკვეთა – სასჯელის სახე, რომელიც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეეფარდება მსჯავრდებულს, რის საფუძველზეც მას ათავსებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……