თავისუფლების, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სივრცე

თავისუფლების, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სივრცე

E. Area of Freedom, Security and Justice

მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობა, რომელსაც 1993 წელს დადებული ევროპის კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება (მაასტრიხტის ხელშეკრულება) ითვალისწინებდა, თანდათანობით განვითარდა და ამსტერდამის ხელშეკრულებით (1997) შორს მიმავალი მიზნებიც დაისახა. გადაწყდა კავშირის ტერიტორიაზე თავისუფლების, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პირთა თავისუფალი გადაადგილება და ორგანიზებული დანაშაულისა და თაღლითობის წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარება \nმართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებთან დაკავშირებული საკითხები (მესამე საყრდენი) თავდაპირველად წყდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მთავრობათშორისი თანამშრომლობის გზით ევროპის კავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით გათვალისწინებული პროცედურებით. ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ეს საკითხები წყდება როგორც პირველი (ევროგაერთიანების მეთოდი), ასევე მესამე საყრდენისათვის გათვალისწინებული (მთავრობათშორისი თანამშრომლობა) პროცედურებით \nევროგაერთიანების (პირველი საყრდენი) კომპეტენციას დაემატა რამდენიმე საკითხი, რომელიც მანამდე მთავრობათშორისი თანამშრომლობის გზით წყდებოდა და მესამე საყრდენის კომპეტენციაში შედიოდა. კერძოდ, ეს საკითხებია: ვიზები, თავშესაფრის მიცემა, იმიგრაცია და სხვა, რომლებიც პირთა თავისუფალ გადაადგილებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ევროპის კავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი (მართლმსაჯულება და შინაგანი საქმეები) ფარავს უფრო მცირე რაოდენობის საკითხებს, მაგრამ მისი მიზნები უფრო მკაფიოდაა გამოხატული და გულისხმობს პოლიციის, საბაჟოებისა და სასამართლოების თანამშრომლობის გამყარებას \nმესამე საყრდენის დებულებებით გათვალისწინებულია პროცედურა, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავით გათვალისწინებული კომპეტენციები (საპოლიციო და სასამართლო თანამშრომლობა), რომლებიც მთავრობათშორისი თანამშრომლობით რეგულირდება, გადაიტანონ ევროგაერთიანების ხელშეკრულების მეოთხე თავში (პირთა თავისუფალი გადაადგილება – ვიზები, თავშესაფრის მიცემა, იმიგრაცია და სხვა საკითხები), სადაც გადაწყვეტილებები ევროგაერთიანების მეთოდით მიიღება. კომპეტენციათა გადაცემის პროცედურა რთულია, მაგრამ იგი გულისხმობს, რომ თანდათანობით შესაძლებელი იქნება მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებთან (მესამე საყრდენთან) დაკავშირებული საკითხები ევროგაერთიანების კომპეტენციაში გადავიდეს და მისი პროცედურების საშუალებით გადაწყდეს \nთუ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს სურს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ამა თუ იმ სფეროში, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ ევროპის კავშირის ჩარჩოებში ცალკე სამართლებრივი სისტემის შექმნის გარეშე, როგორც ეს მოხდა შენგენის სივრცის დაარსებისას. აღნიშნული პროცედურა გათვალისწინებულია ევროპის კავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავის 40-ე მუხლში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……