თამასუქი

თამასუქი

E. bill of exchange, draft, promissory note, bill, commercial paper, paper, loan-certificate

G. Wechsel

1. იურიდიული ან ფიზიკური პირის წერილობით უპირობო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს (კრედიტორს) უფლებას აძლევს მოსთხოვოს თამასუქზე ხელმომწერს მასში მითითებული თანხის ვადაში გადახდა. თამასუქის გავრცელებული სახეებია: ავალირებული, „ბრინჯაოს“, გადასაპირებელი, კერძო, კომერციული, მარტივი, საფინანსო, სახაზინო (ბონები) წარმომდგენზე და სხვ.;

2. ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას (საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……