თანაბარი შესაძლებლობები

თანაბარი შესაძლებლობები

ინდივიდების მისწრაფბათა რეალიზაციის თანაბარი შანსი. თ.შ-ის პრინციპის რეალიზაციას ხედავენ დემოკრატიულ ქვეყნებში გავრცელებულ პრაქტიკაში – ვაკანტური თანამდებობა დაკავებული იქნეს კონკურსის წესით. კანონით დაცული თ.შ-ის არსებობა არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში სრულად არის რეალიზებული სოციალური თანასწორობის იდეალი. თანასწორობის აბსოლუტურ რეალიზაციას ხელს უშლის მრავალი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი და ის ძირითადად არარეალიზებად სოციალურ მოდელად რჩება, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიძლება დაუახლოვდეს ესა თუ ის კონკრეტული საზოგადოება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……