თანაგადაწყვეტილების პროცედურა

თანაგადაწყვეტილების პროცედურა

E. Co-decision Procedure

თანაგადაწყვეტილების პროცედურა ამოქმედდა მაასტრიხტის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ (ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების 251-ე მუხლი). ამ პროცედურით ევროპის პარლამენტს უფლება ეძლევა მიიღოს საკანონმდებლო აქტები და გადაწყვეტილებები მინისტრების საბჭოსთან ერთად. აღნიშნულმა პროცედურამ გაზარდა ევროპარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილება შემდეგ სფეროებში: შრომითი რესურსის თავისუფალი გადაადგილება, დაფუძნების უფლება, მომსახურების სფერო, ერთიანი ბაზარი, განათლება, ჯანმრთელობა, სამომხმარებლო პოლიტიკა, ტრანს ევროპული ქსელები, გარემოს დაცვა, კულტურა და სამეცნიერო კვლევა \nამსტერდამის ხელშეკრულებით თანაგადაწყვეტილების პროცედურა გამარტივდა და იგი უფრო სწრაფი, ეფექტიანი და გამჭვირვალე გახდა. გარდა ამისა, ეს პროცედურა სხვა სფეროებზეც გავრცელდა, კერძოდ, სოციალური მარგინალიზაციის საკითხებსა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაზე \nნიცის ხელშეკრულებამ გააფართოვა თანაგადაწყვტილების პროცედურის გამოყენების არეალი. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ეს პროცედურა გამოიყენება იმ შვიდი საკითხის განხილვისას, რომლებზეც გადაწყვეტილების ერთხმად მიღების პროცედურა კვალიფიციური უმრავლესობით იცვლება (მუხლები 13, 62, 63, 65, 157 და 191). ამრიგად, ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ნიცის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საბჭოში ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას მოითხოვენ, თანაგადაწყვეტილების პროცედურით იქნება მიღებული.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……