იარაღი

იარაღი

E. weapon, arm, (cold) steel

მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. იარაღი – მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის.   Source: საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“, 2003 წლის 8 მაისი, მუხლი 2;   ამ კანონის მიზნებისათვის, სამოქალაქო იარაღის შემდეგი სახეობები: ა) სანადირო ხრახნილლულიანი, გლუვლულიანი და კომბინირებული იარაღი; ბ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); გ) გაზის იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); დ) მოკლეგლუვლულიანი იარაღი; ე) სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.   Source: საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……