იდეალიზმი

იდეალიზმი

See also: პოლიტიკური იდეალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. idealism

Fr. idealisme

1. მიმართულება ფილოსოფიაში, რომლის მიხედვითაც იდეა, ცნობიერება, სული არის პირველადი, ხოლო მატერია, ბუნება, ყოფიერება – მეორეული. საპირისპ. მატერიალიზმი. სუბიექტური იდეალიზმი (ბერკლიანელობა, მახიზმი) – იდეალიზმი, რომელიც უარყოფს ობიექტურ რეალობას და ამტკიცებს, რომ საგნები და მოვლენები არსებობს მხოლოდ ადამიანის ცნობიერებაში. ობიექტური იდეალიზმი (პლატონიზმი, ჰეგელიანელობა) – იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ყოველივე არსებულის საფუძველი იყოს სამყაროს მიღმა „ობიექტურად“ არსებული „აბსოლუტური იდეა“, „მსოფლიო სული“, არამატერიალური საწყისი;

2. სინამდვილის იდეალიზაციის მიდრეკილება;

3. მაღალზნეობრივი იდეალების მიმდევრობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……