იდიოგრაფიული და ნომოთეტური მეთოდი

იდიოგრაფიული და ნომოთეტური მეთოდი

შემეცნების ორი სხვადასხვა (ურთისერთსაპირისპირო) მეთოდი, რომლებმაც ლოგიკურ–თეორიული დასაბუთება მიიღო ბადენის ნეოკანტიანური სკოლის წარმომადგენლებთან – რიკერტთან და ვილდერბანდთან, ამასთან რიკერტი უპირატესობას ანიჭებდა ი. მ–ს, ვინდელბანდი – ნ.მ–ს, თუმცა ისინი რეალურ კვლევაში ორივე მეთოდის თანაარსებობის მომხრენი იყვნენ, ერთ–ერთი მათგანის დომინირებით. ი. მ–ის მთავარ თავისებურებას ნეოკანტიანელები მის უნიკალურობაში, ინდივიდუალურისა და განუმეორებლობის წვდომაში ხედავენ. იგი საშუალებას გვაძლევს მთელი ყურადღება მივმართოთ ისტორიულად მნიშვნელოვანი ობიექტის სწორედ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ამ ობიექტის კავშირის მეშვეობით „ღირებულებებთან“, განსაკუთრებული სახის იდეალურ არსებებთან, რომელთა წყალობითაც ობიექტი „მნიშვნელობს“ ისტორიაში. ნომოთეტური ანუ გენერალიზების მეთოდი მიზნად ისახავს ზოგადი კანონების შემუშავებას შემეცნების ბუნებრივ–ისტორიული მეთოდის მიხედვით. ნომოთეტური ცოდნა შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, განჭვრიტოს საგნების მომავალი მდგომარეობა და მიზანშეწონილად იმოქმედოს მოვლენათა განვითარებაზე, რაც არ ძალუძს ი.მ–ს. დავამ გერმანელ ფილოსოფოსებს რიკერტს, ვინდელბანდსა და დილთაის შორის, თუ რომელი უფრო შეესაბამება კერძო მეცნიერებებს, შეიძლება თუ არა მათი გაერთიანება, გავლენა მოახდინა მაქს ვებერზე და მან, როგორც შემდგომში მრავალმა სოციოლოგმა, სცადა ამ ორი განსხვავებული მეთოდის შეერთება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……