იმპერატიული ნორმები

იმპერატიული ნორმები

E. Jus cogens, peremptory norms

საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის განსაზღვრებით, ხელშეკრულება, რომელიც იმპერატაიულ ნორმას გადაუხვევს, ბათილად ჩაითვლება. ინ არის ქცევის წესი, „რომელიც შექმნილია და აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგრობობის მიერ მთლიანობაში როგორც ნორმა, რომლისგან გადახვევა დაუშვებელია და რომლის შეცვლა შეიძლება მხოლოდ საყოველთაო საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმავე ხასიათის მქონე მომდევნო ნორმით.“ იმპერატიული ნორმისაგან გადახევვისათვსი საერთაშორისო სამართალი იურიდიულ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელშეკრულების დამდებ მხარეებს; ასეთი ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება მსიი დადების მომენტიდან, რადგან მთელი სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა თავის კოლექტიურ ნებას უპირისპირებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს სახელშეკრულებო ნებას და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მას. ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის საფუძვლებს, რომლებიც შემუშავებულია ცივილიზაციის განვითარების დღევანდელი საფეხურის ყველაზე მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით და რომელთა გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის შემდგომი განვითარება \nასეთ ნორმებად ამჟამად გვევლინება დავათა მშვიდობიანი საშუალებები მოგვარების მოთხოვნა, ძალით დამუქრებისა და ძალით გამოყენების აკრძალვა, კაბალურ, არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებათა უკანონობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობა, რომლებიოც ადამიანის ღირსებას იცავენ მისი რასის, ეროვნების, სქესის, ენისა თუ რელიგიის განურჩევლად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულია ადამიანის მიმართ ულმობელ, მტანჯველ ქმედებათა გამოყენება, როგორებიცაა: წამება, მონობა, მონათვაჭრობა, ვაჭრობა ქალებითა და ბავშვებით, აპარტეიდი, გენოციდი, ეთნიკური წმენდა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმა (იხ.: ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, აგრეთვე ნიურნბერგის პროცესის, ტოკიოს პროცესის, ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდებებსა და განაჩენებში ჩამოთვლილი დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ასევე მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული) განსხვავებით დისპოზიტიური ნორმებისაგან, რომლებიც არ ზღუდავს ხელშეკრულების დამდები მხარეების ნების თავისუფლებას და აძლევს მათ უფლებას, გადაუხვიონ არსებულ ქცევის წესს (მაგ.: სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოუხსნან თავის ელჩებს იმუნიტეტი), ინ გამორიცხავენ ასეთ გადახვევას (მაგ.: მხარეები ხელშეკრულებით ვერ დააკანონებენ იმის უფლებას, რომ მათ შორის წამოჭრილი დავები ძალის გამოყენებით იქნეს გადაწყვეტილი: ასეთი ხელშეკრულება რეგისტრაციას ვერ გაივლის გაეროს გენერალურ მდივანთან, ხოლო თუ ერთ–ერთი მხარე ძალას გამოოყენებს, საერთაშორისო თანამეგობრობა უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს აგრესორის მიმართ კოლექტრიური ზომები, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს დაზარალებულ მხარეს როგორც იმპერატიული, ასევე დისპოზიტიური ნორმები ამკრძალველი ხასიათისაა – სუბიექტის მიერ მათი ცალმხრივად დარღვევა საერთაშორისოსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, რადგან ლახავს სხვა სუბიექტისათვის მინიჭებულ უფლებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმათა ამ ორ სხვადასხვა ტიპს შორის პრინციპული განსხვავება მათი იურიდიული ძალის აბსოლუტურობის ხარისხსია: ინ–ისგან გადახვევა ურთიერთშეთანხმებითაც კი არ შეიძლება, არც სავსებით დასაშვებია დისპოზიტიური ნორმის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის ნორმათა უმრავლესობა დისპოზიტიური ხასიათისაა, ხოლო იმპერატიული ქცევის წესები (პრინციპები და ნორმები) მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემის ხერხემალია.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……