იმპიჩმენტი

იმპიჩმენტი

რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი – პროცედურა. ი. გათვალისწინებულია აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ი–ს საფრთხე, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტ რ. ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე.წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა. ი–ს პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. impeachment, to empeach გაკიცხვა, ბრალდება

1. უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის რეალიზაციის განსაკუთრებული პროცედურა, რომლის შედეგია თანამდებობიდან გადაყენება;

2. კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების წესი. („იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1);

3. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დგება მის მიერ სახელმწიფო ღალატის ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში. იმპიჩმენტის პროცედურის კლასიკური სქემა მოცემულია ამერიკის შეერთებული შტატების 1787 წლის კონსტიტუციაში. კონგრესის ქვედა პალატის მიერ ფორმულირდება ბრალდება და წაეყენება ზედა პალატას, რომელიც განიხილავს ბრალდებას (როგორც სასამართლო ორგანო) და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგიერთ ქვეყანაში ბრალდების წაყენების უფლებამოსილება აქვს პარლამენტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ერთ-ერთი უმაღლესი სასამართლო (გერმანიაში, იტალიასა და ბულგარეთში საკონსტიტუციო სასამართლო; პორტუგალიაში, ფინეთსა და რუმინეთში უზენაესი სასამართლო; საფრანგეთში – მართლმსაჯულების უმაღლესი პალატა); საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დააყენოს დღის წესრიგში იმპიჩმენტის საკითხი და მიიღოს მასზე საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის შემდგომ, საკითხი დასკვნისთვის სავალდებულოა გადაეგზავნოს სასამართლოს – სახელმწიფო ღალატის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობისას იმპიჩმენტის საკითხი დასკვნისთვის ეგზავნება უზენაეს სასამართლოს, ხოლო კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს. მხოლოდ სასამართლოდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება იძლევა პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენების საკითხის კენჭისყრაზე დასმის სამართლებრივ საფუძველს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. იმპიჩმენტი – Impeachment  – (ლათ. impechment) მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებული წესი.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……