ინდუიზმი

ინდუიზმი

ინდოეთში ყველაზე გავრცელებული რელიგია, ბრაჰმანიზმის გადამუშავებული სახე, ერთ–ერთი უძველესია დიდ რელიგიებს შორის. ჩაისახა ძვ. წ. VI-IV სს–ში ბუდიზმთან და ჯაიმიზმთან ბრძოლაში. გაფორმდა კასტებად დაყოფასთან ერთად. ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტების გარდა შეინარჩუნა ბევრი რამ წარმართულიდან. არის პოლითეისტური რელიგია მრავალი ღმერთითა და სხვადასხვა კულტით. გამოირჩევა ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა მხარესთან კავშირის მრავალგვარობით. ი–ში განსაკუთრებით ძლიერია საზოგადოებრივ–ყოფითი ტრადიციების მოთხოვნები. უკიდურესად შეუწყნარებელია მრავალგვარ შეზღუდვათა და აკრძალვათა დარღვევის მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი, ოჯახური და პირადი ცხოვრების სფეროებს განეკუთვნება, აგრეთვე სხვადასხვაგვარი ჯგუფების, კასტებისა და ქვეკასტების მიმართაც, რომელთა შორის ზღუდეები ამჟამად ურყევია. ი–ის ძირითადი მიმდინარეობებია: ვიშნუიზმი, შივაიზმი და შაქტიზმი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

ინდოეთში ყველაზე გავრცელებული რელიგია ჩაისახა ჩვ. წ. აღ. მე-6-5 საუკუნეებში, უპირატესად შეინარჩუნა ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტები. უაღრესად წინააღმდეგობრივი რწმენების, წესჩვეულებებისა და სექტების რთული კომპლექსი. უმთავრესი დოგმატი – მოძღვრება ადამიანთა ოდითგან არსებული სოციალური უთანასწორობისა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში ამ უთანასწორობის დაძლევის შეუძლებლობის შესახებ; კარმა (აღიარებს ბუდიზმიც) – მოძღვრება მისაგებელზე (ნაცვალგების კანონი), იმის შესახებ, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანის ყველა ქმედების ერთობლიობა წინასწარ განსაზღვრავს მისი მომავალი გარდასახვის გზებს (ყოველ ცოცხალ არსებას სიკვდილის შემდეგ განკუთვნილი აქვს ერთი ფორმიდან, მეორე ფორმაში თანმიმდევრულად გარდაქმნების უსასრულო რიგი). მიმდევრები (ინდუსების ძირითადი ნაწილი) უპირატესად თაყვანს სცემენ ვიშნუს და შივას.

See also: ტრიუმვირატი

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……