ინკასო

ინკასო

E. collection of payment

It. incasso

უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა. სათანადო დოკუმენტების წარდგენით ფულის მიღება მრწმუნებლის დავალებით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ინკასო – ბანკის მიერ თანხის მიღება იმ პირის ან დაწესებულების სასარგებლოდ, რომელმაც გადასცა მას დოკუმენტი, რომელთა მიმართაც უნდა მოხდეს ანგარიშსწორება მაგ: დოკუმენტები გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაგზავნილ საქონელზე. ინკასო ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებაში. განასხვავებენ წმინდა ინკასოს, სადაც შედის საგზავნილო და მარტივი თამასუქების, ჩეკების და სხვა საგადამხდელო დოკუმენტების ინკასო და დოკუმენტალური ინკასო, – კომერციული დოკუმენტების (ანგარიშების, გადასატვირთი და სადაზღვევო დოკუმენტების, სხვადასხვა სერთიფიკატების და სხვა) ინკასო. ინკასოს ოპერაციის განხორციელებისთვის ბანკები იღებენ საკომისიოს. ინკასოს შესრულების წესი დადგენილია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოშვებული ერთწლიანი წესებით, რომელსაც ეყრდნობა მსოფლიო კომერციული ბანკების უმრავლესობა.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……