ინკვიზიცია

ინკვიზიცია

კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც XIII ს-ში შეიქმნა ერესთან საბრძოლველად. ი-ური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ი. სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

L. inquisitio გამოძიება

1. მე-13-19 საუკუნეებში: კათოლიკური ეკლესიის სასამართლო-საგამოძიებო ორგანო, შექმნილი ერესების, ათეიზმის, თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ საბრძოლველად; უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდა ერეტიკოსებს;

2. სასტიკი წამება, აბუჩად აგდება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……