ინკრემენტალიზმი

ინკრემენტალიზმი

გადაწყვეტილების მიღების მოდელი მმართველ სტრუქტურაში, რაც ემყარება იმას, რომ ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებანი ცუდად შეესაბამება რეალურ სიტუაციას. თავის სტატიაში „მეცნიერება – მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“ (1959) და შემდგომ შრომებში ჩარლზ ლინდბლომი ამტკიცებს: პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას იღებენ არა იდეალური განჭვრეტითი კონცეფციის შემუშავების მიზნით, არამედ ამწუთიერი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ამასთან, მხედველობაში მიიღება შესაძლებელი ვარიანტების მხოლოდ მინიმალური ნაწილი. ეიშკელ დრორი ი-ს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ იგი შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალური პოლიტიკა უმრავლესობის მიერ დადებითად აღიქმებოდა, ანუ სოციალური სტაბილურობის პირობებში, როდესაც სირთულეთა მიზეზი უცვლელია, ხოლო რესურსები – ულევი. მიუხედავად ამისა, ლინდბლომი თვლიდა, რომ მდგრად პოლიტიკურ წარმონაქმნებში ი-ის ყოველთვის აქვს ადგილი. ალბათ ამით აიხსნება დასავლეთის დემოკრატიებში საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უმრავლესობის მიღების პროცედურა. აღნიშნული მოდელი ნაკლებად მისაღებია, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს განსაკუთრებული ვითარება, მაგ., ომი ან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……