ინსტიტუციური წონასწორობა და დემოკრატიული ლეგიტიმურობა

ინსტიტუციური წონასწორობა და დემოკრატიული ლეგიტიმურობა

E. Institutional Balance and Democratic Legitimacy

გაერთიანების ინსტიტუციური ბალანსი დიდი ხნის განმავლობაში ეფუძნებოდა წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც წარმართავდნენ ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად წინ წამოიწია ლეგიტიმურობის საკითხმა. ამიტომ მაასტრიხტის ხელშეკრულებამ გაითვალისწინა დემოკრატიული ლეგიტიმურობის პრობლემა და იგი ევროკავშირის ინსტიტუციური სისტემის ცენტრში მოათავსა. კერძოდ, მოხდა ევროპარლამენტის უფლებების გაზრდა, მისთვის კომისიის დანიშვნისა და მისი ზედამხედველობის საკითხებში მეტი უფლებამოსილების გადაცემით მიუხედავად ევროკავშირის ხელშეკრულების მიერ წინგადადგმული ნაბიჯებისა, ჯერ კიდევ არსებობს დისბალანსი საბჭოსა და პარლამენტის საკანონმდებლო ძალაუფლებას შორის. წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში წარმოქმნილმა ზოგიერთმა სირთულემ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა სხვაობა ევროკავშირის რეალურ ლეგიტიმურობასა და იმ დემოკრატიულ ლეგიტიმურობას შორის, რომელსაც საზოგადოება ელის მისგან ამსტერდამის ხელშეკრულება, როგორც ინსტიტუციური რეფორმის ნაწილი, ითვალისწინებს ევროგაერთიანების ორგანოებს შორის ისეთი წონასწორობის დამყარებას, რომელიც გაზრდიდა ლეგიტიმურობას და მოახდენდა ძალაუფლების უფრო დემოკრატიულ განაწილებას კავშირის ორგანოებს შორის. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ევროპის მოქლაქეების და ეროვნული პარლამენტების უფრო მჭიდროდ ჩაბმას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამსტერდამის ხელშეკრულების მიერ განხორციელებული ცვლილებია, თანაგადაწყვეტილების პროცესის თანდათანობით დამკვიდრება ყველა სფეროში და იმავდროულად ევროპარლამენტის კანონშემოქმედებითი უფლებების გაფართოება, კომისიის ლეგიტიმურობის გაზრდა კომისიის დანიშვნის პროცედურის შეცვლითა და მისი პრეზიდენტის როლის გაზრდის საშუალებით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……