ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები

ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები

ინტერაქტიული სწავლება გათვლილია ყოველი მოსწავლის სარგებელზე. ამ დროს აქცენტი კეთდება სწავლების ისეთ ფორმებზე, სადაც მოსწავლე აქტიურად ერთვება სწავლის პროცესში. მასწავლებელი ისე გეგმავს გაკვეთილს, რომ ყოველი მოსწავლე პოულობს თავის ადგილს და არ რჩება პასიური ან გარიყული.

ინტერაქტიული სწავლება არის ორმხრივი პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლეები აქტიურ როლს ასრულებენ, პასუხობენ კითხვებს, თანამშრომლობენ ჯგუფური მუშაობის დროს, აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, გამოთქვამენ აზრს და ა.შ. ამგვარად, ინტერაქტიული გაკვეთილის დროს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად ურთიერთობენ.

კარგი ინტერაქტიული სწავლება მიიღწევა სწავლების და სწავლის სხვადასხვა მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით. ინტერაქტიული არ არის სწავლა, როდესაც მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეს და მოსწავლეები მას პასუხობენ. ინტერაქტიულია სწავლა, როდესაც მოსწავლე თვითონ არის აქტიური საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობის ფორმირებაში.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……