ინტერნეტის მოწესრიგება

ინტერნეტის მოწესრიგება – (ინტ.) sorting of Internet ქსელური საინფორმაციო სივრცის შინაგანი მოწყობა, რაც გულისხმობს ძირითადი საინფორმაციო კვანძების სტრუქტურირებას, გადაჯგუფებას და კონსოლიდაციას გარკვეული თემების მიხედვით. საინფორმაციო რესურსების კონსოლიდაცია ადამიანის საქმიანობის კონკრეტული სფეროების (მაგალ. მეცნიერების, განათლების, ეკონომიკის, ხელოვნების, პოლიტიკის) გარშემო ხდება. კონსოლიდაციის წერტილებია ამ სფეროთა დარგები (სახეები, ტიპები). ასეთი მიდგომა განაპირობებს ქსელის არქიტექტურის ცვლილების აუცილებლებლობას და მოითხოვს: ინფორმაციის წარმოდგენის სტანდარტების შექმნას; რესურსთა დეტერმინირებას დანიშნულების, უტყუარობის, აქტუალობის და ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით; წესებისა და პროტოკოლების მიღება, რომლებიც მომხმარებელის საქმიანობას არეგულირებენ; ინტერნეტის მოწესრიგება განსხვავდება მისი რეგულირებისაგან (იხ.) და თავისი არსით, ტექნოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……