ინტერნეტის რეგულირება

ინტერნეტის რეგულირება – (ინტ.) საკანონმდებლო და საორგანიზაციო ღონისძიებათა კომპლექსი, მიმართული ინტერნეტის განვითარებასა და მხარდაჭერაზე. მოიცავს: სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობას; ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ლიცენზირებას, ფასთა რეგულირებას; ინტელექტუალური საკუთრების, კონფიდენციალობის, მომხმარებელთა დაცვის და კონკურენციის განვითარების ღონისძიებებს; კომპიუტერულ დანაშაულობათა წინააღმდეგ მიმართულ კანონებს; პროვაიდერული საქმიანობის დამარეგულირებელ კანონებსა და სხვ. ინტერნეტის რეგულირების საშუალებები გახსნილობასა და გამჭვირვალობას უნდა უზრუნველყოფდენ. ინტერნეტის უნიკალური ბუნებიდან გამომდინარე, მისი რეგულირება რთულია და ქვეყანათა უმრავლესობას არ გააჩნია სპეციალური „კანონი ინტერნეტის რეგულირების“ შესახებ. ასევე, არსებობს იმის საფრთხე, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებული „სიბეჯითე“ გამოიჩინოს ამ საკითხის მიმართ მოსპოს ინტერნეტის ერთერთი ძირითადი მიღწევა – მისი თავისუფლება.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……