ინტერპელაცია

ინტერპელაცია

სიტყვის შეწყვეტინება, საჩივარი სასამართლოს წინაშე შესაბამისი უფლების საფუძველზე პარლამენტის დეპუტატის ან დეპუტატთა ჯგუფის, ზოგჯერ კი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მთავრობისაგან ან ცალკეული მინისტრისაგან ოფიციალური განმარტებების მოთხოვნა სამთავრობო პოლიტიკისა და პრაქტიკის ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ი. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, არა მარტო მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია, არამედ სისტემატურად აკონტროლონ მთავრობის პოლიტიკა და პრაქტიკული საქმიანობა. ი. შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმისა. ჩვეულებისამებრ, მისი პროცედურა მკვეთრად რეგლამენტირებულია. კანონი საქართველოს დეპუტატის სტატუსის შესახებ ითვალისწინებს ი-ს და განსაზღვრავს მის წესს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. interpellation

Fr. interpellation

L. Interpellatio, interpellare შეწყვეტა, წინააღმდეგ გამოსვლა

მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი განკუთვნილი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის სპეციალური სახეობა, რომელზეც პასუხი შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……