ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად

ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად

E. information that should not considered as government/state secret

აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს:

1. ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;

2. ნორმატიული აქტები, გარდა თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;

3. რუკები, გარდა სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკებისა;

4. ინფორმაცია:

ა) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას;

ბ) გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, მისი ცხოვრების დონის შესახებ, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის შესახებ;

დ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;

ე) პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;

ვ) სახელმწიფო სავალუტო ფონდის ოქროს საერთო მარაგის შესახებ;

ზ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ (საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, მუხლი 8).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……