ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება

E. Freedom of information

ინფორმაციის თავისუფლება გავლენას ახდენს დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია აზრის გამოხატვისა და პრესის თავისუფლებასთან ინფორმაციის თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება, ესენია: ინფორმაციის მიღება საყოვეთაოდ ხელმისწავდომი წყაროებიდან და ინფორმაციის გავრცელება თავის მხრივ, ინფორმაციის მიღების თავისუფლება სხვადასხვა ასპექტით ვლინდება, ესენია: \nI. პირის უფლება – მოიპოვის ინფორმაცია აზრებისა და ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა, ეხება ეს საჯარო თუ კერძო ინტერესებს \nII. მასმედიის წარმომადგენელთა მიერ ინფორმაციის და იდეის მიღების თავისუფლება, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, აცნობონ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას \nIII. საზოგადოების უფლება – მიიღოს ინფორმაცია, კერძოდ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია \nშეუძლებელია ინფორმაციის გავცელების უფლების არსებობის გარეშე ხელისუფლების თავისუფალი კრიტიკა, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სხვა \nამავე უფლებით გარანტირებულია ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება (ე.წ. კომერციული ინფორმაცია), თუმცა კომერციული ხასიათის საკითხებთან მიმართებით ეროვნულ ხელისუფლებას უფრო ფართო შეხედულება აქვს \nინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი სახით არის შესაძლებელი, მაგალითად, მხატვრული ნაწარმოების შექმნა, აგრეთვე მისი გავრცელება, ინფორმაციის გავრცელების ნაწილია. სამსახიობო თავისუფლების, სამხატვრო ნამუშევრების გარვცელების შეზღუდვა მხოლოდ არადემოკრატიული საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი, ვინაიდან შემოქმედი თავის ნაწარმოებებში გამოხატავს არა მარტო პირად მსოფლმხედველობას, არამედ აზრს იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც იგი ცხოვრობს. ამ გაგებით, ხელოვნება ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და საზოგადოების წინაშე აყენებს აქტუალურ საკიტხებს. დაცვას ექვემდებარება უხეში, უტრირებული ფორმით გამოთქმული აზრიც. დაცვის ხარისხი დამოკიდებულია, ერთი მხრივ, იმ კონტექსტზე, რომელსიც გამოყენებულია ეს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, იმ მიზნებზე, რომელთაც მოცემული კრიტიკა ემსახურება \nშეფასებითი მსჯელობა, რომელოიც პოლიტიკური ხასიათის მოვლენათა სფეროს შეეხება, განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, ვინაიდან სწორედ ასეთი აზრია საზოგადოებაში პლურალიზმის არსებობის წინაპირობა. პოლიტიკური ბრძოლის ან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების მიმართ ბევრად უფრო მეტი ტოლერანტულობა უნდა არსებობდეს \nსახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებებზე, იმ პირობით, თუ ეს შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელაი დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებელობის შენარჩუნებისათვის(იხ.: ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე–10 მუხ., მე–2 პ.; საერთაშორისო პაქტი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე–3 მუხ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……