იოანინას კომპრომისი

იოანინას კომპრომისი

E. Ioannina Compromise

იაოანინას კომპრომისი ეწოდება შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს საბერძნეთის ქალაქ იოანინაში 1994 წლის 27 მარტს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება გაფართოებულ 16-წევრიან გაერთიანებაში კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის საკითხს. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეიცვალა, რადგან ნორვეგიამ უარი თქვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანებაზე. მიღწეული კომპრომისი გულისხმობს, რომ თუ მინისტრების საბჭოს წევრები, რომლებიც შეადგენენ 23-დან (ძველი დამბლოკავი უმცირესობა) 26 ხმამდე (ახალი დამბლოკავი უმცირესობა), გამოხატავენ თავიან განზრახვას, წინ აღუდგნენ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას კვალიფიციური უმრავლესობით, საბჭო, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა დროის დასაშვებ ფარგლებში მიაღწიოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელია მიღებულ იქნას, სულ მცირე, 65 ხმით 87-დან.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……