იპოთეკა-#1

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

სესხის  ან  სხვა  ნაკისრი  ვალდებულების  უზრუნველსაყოფად  მოძრავ  ნივთებთნ  ერთად  შეიძლება  ასევე  გამოყენებული  იქნას  უძრავი  ქონება.  უძრავი  ნივთი  ის  ქონებრივი  ღირებულებაა,  რომელსაც  ყველაზე  მეტად  ენდობიან  ,  ამიტომაც  არ  არის  შემთხვევითი,  რომ  დიდი  კრედიტები  ბანკების  მიერ  სწორედ  უძრავი  ნივთების  დაგირავების  პირობით  გაიცემა.

იპოთეკა,  გირავნობის  მსგავსად  კრედიტორს  უფლებას  აძლევს  სხვა  კრედიტორებთან  შედარებით  პირველ  რიგში  მიიღოს  თავისი  მოთხოვნის  დაკმაყოფილება  ამ  ნივთიდან.  როგორც  ვიცით,  თუ  რამდენიმე  მოთხოვნის  შესრულების  ვადა  ერთდროულად  დადგა  და  მოთხოვნები  მოვალისთვის  შესასრულებლად  თანაბრად  მძიმეა,  თავდაპირველად  უნდა  შესრულდეს  ის,  რომელიც  თანაბრად.  რჩება  შთაბეჭდილება,  რომ  იპოთეკარს  არ  აქვს  უპირატესი  უფლება  თუ  თავადპირველად  უნდა  შესრულდეს  ნაკლებად  უზრუნველყოფილი  მოთხოვნა,  მაგრამ  ვინაიდან  იპოთეკა  სანივთო  რეგისტრირებულ  უფლებას  წარმოადგნე,ს  იპოთეკარს  ყოველთვის  აქვს  უპირატესობა  ვალდებულებით  ურთიერთობაში  მონაწილე  ყველა  სხვა  კრედიტორთან.  იპოთეკის  მონაწილეები  არიან  იპოთეკარი,  ანუ  მოთხოვნის  კერდიტორი  და  მესაკუთრე.

იპოთეკას  გირავნობისგან  განასხვავებს  ის  გარემოება,  რომ  ამ  დროს  ნივთი  მესაკუთრის  მფლობელობაში  რჩება  და  არ  არის  სავალდებულო  მისი  გადაცემა  იპოთეკარისთვის.

იპოთეკა  შეიძლება  გამოყენებულ  იქნეს  სამომავლო  ან  პირობით  მოთხოვნასთან  დაკავშირებით,  თუკი  იპოთეკის  დადგენის  მომენტისთვის  შეიძლება  ამ  მოთხოვნის  განსაზღვრა.  ის  მოთხოვნა,  რომელიც  უზრუნველყოფილია  იპოთეკით,  შეიძლება  შეიცვალოს  სხვა  მოთხოვნით.

შესაძლებელია  ერთი  და  იგივე  მოთხოვნა  რამდენიმე  უძრავი  ნივთით  იყოს  უზრუნველყოფილი.  ეს  კრედიტორს  მოთხოვნის  უზრუნველყოფის  მეტ  გარანტიას  აძლევს.  ასეთ  დროს  არ  არის  ვალდებული  ყველა  უძრავი  ნივთი  მევალის  საკუთრება  იყოს.  შესაძლოა  რომელიმე  მათგანი  ეკუთვნოდეს  მესამე  პირს,  რომელიც  არ  არის  მოთხოვნის  პირადი  მევალე.

თუ  მოთხოვნა,  რომლის  უზრუნველსაყოფად  არსებობს  იპოთეკა,  არ  წარმოიშვა,  ეს  ფაქტი  ავტომატურად  იწვევს  იპოთეკის  გაუქმებას.

ერთი  და  იგივე  ნივთი  შეიძლება  რამდენჯერმე  დაიტვირთოს  იპოთეკით.  რიგითობა  განისაზღვრება  იპოთეკის  დადგენის  დროის  შესაბამისად.

იპოთეკა  წარმოუშობა  საჯარო  რეესტრში  რეგისტრაციის  შედეგად.  რეგისტრაცია  ხდება  დადგენილი  წესის  მიხედვით  უძრავი  ნივთის  მესაკუთრისა  და  იპოთეკარის  მიერ  სანოტარო  წესით  დამოწმებული  საბუთების  წარდგენით.  მათში  უნდა  აღინიშნოს  უძრავი  ნივთის  მესაკუთრე,  იპოთეკარი,  სავარაუდო  მოვალე  მესამე  პირი,  ასევე  უზრუნველყოფილი  მოთხოვნის  სიდიდე,  სარგებელი  და  შესრულების  ვადა.  ხშირად  გაურკვეველია,  თუ  რა  საბუთები  უნდა  გააფორმონ  უძრავი  ნივთის  მესაკუთრემ  და  იპოთეკარმა.  ორი  ფორმა:  გამოიყენება  როგორც  ცალკე  ხელშეკრულება,  ისე  ძირითად  სავალო  დოკუმენტში  კეთდება    აღნიშვნა  იპოთეკის  შესახებ.  ნოტარიუსი  ამოწმებს  ამ  საბუთებს.  ამის  შემდეგ  უნდა  მოხდეს  მისი  რეგისტრაცია  საჯარო  რეესტრში.  იპოთეკა  რეგისტრაციაში  ტარდება  საჯარო  რეესტრის  სპეციალურ  ფურცელში.