ირედენტიზმი

ირედენტიზმი

E. Iredentism

სიტყვასიტყვით ნიშნავს გამოსასყიდს, ასანაზღაურებელს, დასაბრუნებელს. მას შემდეგ, რაც 1870 წელს იტალია გაერთიანდა, მის საზღვრებს გარეთ დარჩა იტალიელებით დასახლებული რამდენიმე ტერიტორიული ერთეული (ტრიესტი, ტრენტინო, ალტო–ადიჯე), რომლებიც იტალიას საკუთარ და შემოსაერთებელ მიწებად მიაჩნდა. მათ დასაბრუნებლად ქმედებას ი. ეწოდა. თანამედროვე პოლიტიკაში ი. ეწოდება რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნას, გამოეყოს ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს (სეპარატიზმისაგან განსხვავებით, აქ დამოუკიდებელი სახელწმიფოს შექმნის მოთხოვნა არ დგას). ი–ის მაგალითია მთიანი ყარაბახის სომხეთთან ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების მოთხოვნა. ი–ის რეალიზაცია ძალით, სუვერენული სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არაკანონიერი ქმედებაა, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს.

See also: ეროვნული უმცირესობანი, სუვერენიტეტი, სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოთა

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3: [ფ.ა.]

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……