ისლამი

ისლამი

მსოფლიო რელიგიებიდან სიდიდით მეორე, რომელიც მომდინარეობს წინასწარმეტყველი მუჰამედის მოძღვრებიდან. ჩაისახა VII ს-ის დასაწყისში არაბეთში, როცა პატრიარქალურ-თემური წყობა შეიცვალა კლასობრივი სახელმწიფოს შექმნით. IX-X სს-ში ი. უკვე წარმოადგენდა რთულ სისტემას დახვეწილი ფილოსოფიურ-რელიგიური (ქალამი) და სამართლებრივი (შარიათი) საფუძვლებით. ი-ის ძირითადი პრინციპები თავმოყრილია ყურანში და შეიცავს 7 დოგმას: რწმენა ერთიანი ღმერთისა (ალაჰისა) და ანგელოზებისა, ყველა საღვთო წიგნისა, ალაჰის ყველა წარმოგზავნილისა, ქვეყნის აღსასრულისა, განგებისა და მკვდრეთით აღდგომისა. ყველაფერი, რაც მოხდა და მოხდება, ალაჰის ნებაა. მთელი ი. ხუთ მცნებას, „რწმენის სვეტს“ წარმოთქვამს: ფორმულა „არა არს ღმერთი ალაჰის კიდეგან, ხოლო მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი“, ყოველდღე ხუთგზის ლოცვა; ურაზა: რამაზანის თვეში მარხვის დაცვა; აუცილებელია ქველმოქმედება (ზაქიათი); მექაში მოლოცვა (ჰაჯი). ი-ის დღესასწაულებია: ყურბან-ბაირამი, ურაზა-ბაირამი, მავლუდი და სხვა. მორწმუნეთათვის სავალდებულოა აგრეთვე ბრძოლა სარწმუნოებისათვის, საღვთო ომი – ჯიჰადი ან ჰაზავათი. მუსლიმანთა ძირითადი საკულტო ნაგებობებია მეჩეთი (ღმერთის თაყვანისცემის ადგილი), მინარეთი, მედრესე (სკოლა) და მაზარი (მავზოლეუმი). ქრისტიანობის მსგავსად ი. დაიყო პოლიტიკურ და თეოლოგიურ მიმდინარეობებად, ძირითადად სუნიტურ – უფრო ლიბერალურ და შიიტიურ – უფრო ავტორიტარულ ფორმებად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. Islam

Arab. islam ღვთის ნებისადმი მორჩილება

მე-7 საუკუნეში აღმოცენებული ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია (ბუდიზმი, ქრისტიანობა, ისლამი). მისი დამაარსებელია მუჰამედი, რომელიც მუსლიმანური გადმოცემით მოციქულად ალაჰმა აირჩია. მთავარი წმინდა წიგნია ყურანი, რომელიც მუსლიმანთა სწავლების თანახმად ალაჰმა გადასცა მუჰამედს ანგელოზ ჯებრაილის (გაბრიელის) ხელით. ისლამის უმთავრეს დოგმატად ითვლება ერთი ღმერთის, ალაჰის თაყვანისცემა და მუჰამედის, ალაჰის მოციქულად აღიარება. ისლამისთვის მნიშვნელოვანია შვიდი დოგმატი: ერთი ღმერთის; ანგელოზების; ყველა საღვთო წიგნის; ალაჰის ყველა მოციქულის; სამყაროს აღსასრულის; წინასწარ-განსაზღვრულობისა და მკვდრეთით აღდგომის რწმენა. იესო ქრისტეს ისინი მიიჩნევენ წინასწარმეტყველად, მაგრამ მუჰამედზე უფრო ნაკლები ღირსების. მუსლიმანები თვლიან, რომ ადამიანის სვე-ბედი დაბადებიდან წინასწარ არის განსაზღვრული; აქედან გამომდინარე, არ არსებობს ჩადენილ ცოდვებზე ეყრდნობა „ხუთ სვეტს“: რწმენის აღმსარებლობას, ყოველდღიურ ხუთგზის ლოცვას, რამაზანის თვის მარხვას (ურაზა); სავალდებულო ქველმოქმედებასა და მექაში მოსალოცად ჩასვლას (ჰაჯი). ამასთან არსებობს მრავალი აკრძალვა, რომელიც ეხება ტანსაცმელს, მათრობელა სასმელების მიღების, ღორის ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას და სხვა. ძირითადი დღესასწაულებია ყურბან-ბაირამი (რომლის დროსაც შეიწირება ცხვარი ან ბატკანი), ურაზა ბაირამი (დღესასწაული, რომელიც ეძღვნება რამაზანის ერთთვიანი მარხვის – ურაზას დასრულებას), მავლუდი (წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღე). უპირატესად გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთაღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……