იუნესკოს 1997 წლის საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

იუნესკოს 1997 წლის საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

E. UNESCO Declarationon Human Genome and Human Rights

ყველას აქვს უფლება, პატივისცემით მოექცნენ მის ღირსებას და უფლებებს, მიუხედავად მისი გენეტიკური თავისებურებებისა. ღირსება გულისხმობს ადამიანების თანასწორობას გენეტიკური თავისებურებების მიუხედავად, მათი განუმეორებლობისა და მრავალსახოვნების პატივისცემას (მე–2 მუხლი). დეკლარაციით დაცულია გენური მანიპულაციებისას ადამიანის უფლებები, ინფორმირებული თანხმობა, ინფორმაციის მიღების ან არმირების უფლება, გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გენეტიკური მაჩვენებლების კონფიდენციალურ ხასიათის დაცვა (მე–5 და მე–8 მუხლები). „დაუშვებელია გენეტიკური თავისებირებების გამო დისკრიმნაცია, რომელოიც არღვევს ან მიზნად ისახავს დაარღვიოს ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, შელახოს ადამიანის ღირსება“. საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული სამართლის საფუძველზე ყველა ადამიანს, რომლის გენომსაც უშუალოდ და დეტერმინირებული ზემოქმედების შედეგად მიადგა ზიანი, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანისვის კომპენსაცია \nდეკლარაციით აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ხასიათის სამეცნიერო კვლევების ჩატარებისას არ შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. დეკლარაციიტ აკრძალულია კლონირება. დეკლარაციით ასევე განსაზღვრულია გენომზე მუშაობისას საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძვლები და დეკლარაციის პრინციპებისაშთვის ხელშეწყობა, მისი განხორციელების გზები.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……