იურიდიული პირი საჯარო სამართლის

იურიდიული პირი საჯარო სამართლის

E. legal person of public law

1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი პირი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2, 3);

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება: სახელმწიფო, თვითმმართველობები, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებულნი საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის” ან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არიან შექმნილი საქართველოს „სამოქალაქო კოდექსის” ან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად; საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები, რელიგიური გაერთიანებები და სხვ.) (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი”, მუხლი 1509).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……