კავშირი (ასოციაცია)

კავშირი (ასოციაცია)

E. union (association)

კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და რომლის არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებებისგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც. კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. კავშირის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მასალები წარედგინება კავშირის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს ერთი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება. სარეგისტრაციო მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს, ხოლო ფილიალის რეგისტრაციისათვის – რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50% (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 30, 31); („სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 7).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……