კანონის მოქმედება

კანონის მოქმედება

E. law in force

კანონის დაცვისა და შესრულების სავალდებულობა განსაზღვრულ დროში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე (სივრცეში) და კონკრეტული პირების, ორგანიზაციებისა თუ სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ. კანონის მოქმედება იწყება მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან და წყდება მისი ოფიციალური გაუქმების მომენტიდან ან იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადისთვისაც იგი იყო გათვალისწინებული. კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, თუ კანონში სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის მოქმედება ვრცელდება ყველას მიმართ, თუ იგი სამართლის კონკრეტული სუბიექტებისათვის არაა განკუთვნილი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP –  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……