კანონმდებლობის დაახლოება / ჰარმონიზება

კანონმდებლობის დაახლოება / ჰარმონიზება

E. Approximation / Harmonization of Legislation

ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით მხარეები აღიარებენ, რომ მათ შორის ეკონომიკური კავშირების დამყარება დამოკიდებულია საქართველოს არსებული და მომავალი კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოებაზე. შეთანხმება განსაზღვრავს იმ სფეროებსაც, რომლებშიც უნდა მოხდეს კანონმდებლობის დაახლოება, კერძოდ, კანონები, რომლებიც არეგულირებენ კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საბაჟო სამართალი, საბანკო სამართალი, საავტორო უფლებები, დასაქმებულთა დაცვა სამუშაო ადგილზე, ფინანსური მომსახურებანი, კონკურენციის წესები, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ტექნიკური სტანდარტები და სხვა \nკანონმდებლობის დაახლოების ხელშეწყობის მიზნით ევროგაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური დახმარებით, რაც გულისხმობს შემდეგ საშუალებებს: ექსპერტების გაცვლა, წინასწარი ინფორმაციის მიწოდება გარკვეულ კანონებთან დაკავშირებით, სემინარების ორგანიზება, ტრეინინგი და შესაბამისი კანონების თარგმნა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……