კანონმდებლობის კონსოლიდაცია (ფორმალური/ოფიციალური და არაფორმალური/დეკლარაციული)

კანონმდებლობის კონსოლიდაცია (ფორმალური/ოფიციალური და არაფორმალური/დეკლარაციული)

E. Consolidation of Legislation (formal/official or informal/declaratory)

კანონმდებლობის ფორმალური ანუ ოფიციალური კონსოლიდაცია გულისხმობს ისეთი ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტის მიღებას, რომელიც ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში და აერთიანებს ან აუქმებს მანამდე მიღებულ აქტებს. კონსოლიდაცია შეიძლება იყოს \n�� ვერტიკალური: ახალი დოკუმენტი ერთიან დოკუმენტად აქცევს ძირითად დოკუმენტს და მასში ცვლილებების შემტან აქტებს \n�� ჰორიზონტალური: ახალი დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე პარალელურ ძირითად დოკუმენტს და ასევე თანდართულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ერთსა და იმავე საკითხთან \nსპეციალური პროცედურა გამოიყენება კანონთა არაოფიციალური, დეკლარაციული ტიპის კონსოლიდაციისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამარტივებისას. შემდგომი ცვლილებების გადატანას ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტის ტექსტში ახალი დოკუმენტის მიღება არ სჭირდება. ამ ტიპის კონსოლიდაციას ახორციელებს კომისია გაერთიანების სამართლებრივ ინსტრუმენტთა გამარტივებისათვის. საბოლოო ტექსტს იურიდიული ძალა არ აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ გამოცემაში.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……