კაპიტალიზმი

კაპიტალიზმი

საზოგადოების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებებზე, ისევე როგორც წარმოებულ პროდუქტზე კერძო საკუთრების პირობებში წარმოებას გააჩნია საზოგადოებრივი ხასიათი. პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სხვადასხვა მნიშვნელობით: პირველი, როგორც წარმოების ისტორიულად განსაზღვრული წესი, რომლის დროსაც კაპიტალი წარმოების ძირითადი საშუალებაა. მეორე, როგორც მეწარმეობისაკენ მისწრაფების შერწყმა ანგარიშიანობასა და რაციონალიზმთან, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ ორგანიზაციაში; შემდეგ – წარმოების ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ბაზარზე. კ. არც მხოლოდ საქონლის ან მხოლოდ ფულის ერთიანობაა და არც მხოლოდ წარმოების საშუალებებისა, არამედ მათი გარკვეული ტიპის სოციალურ ურთიერთობებთან კავშირის იმგვარი ფორმაა, რომელსაც მიზნად კაპიტალის დაგროვება აქვს. ტერმინი კ. მარქსისტებმა გამოიყენეს და მას, მემარცხენე ლიტერატურისაგან განსხვავებით, თითქმის არ იყენებენ ლიბერალები და კონსერვატორები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. capitalism

საზოგადოებრივი წყობილება, რომლის საფუძველს წარმოადგენს კერძო საკუთრება, საბაზრო ეკონომიკა და სამოქალაქო საზოგადოება; კერძო საკუთრება შეიძლება გამოხატულ იქნეს სხვადასხვა ფორმით (ინდივიდუალური, სააქციო და სხვ.); კ.-ის პირობებში მთავარი როლი ორ ძირითად სოციალურ ჯგუფს ენიჭება, ესენია: წარმოების საშუალებათა მფლობელები (ბურჟუაზია) და დაქირავებული მუშაკები (მუშები და მოსამსახურეები); მარქსიზმში: კ. – ეს არის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელიც ჩაენაცვლა ფეოდალიზმს და დაფუძნებულია დაქირავებული მუშების ექსპლოატაციაზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……