კაპიტალი

კაპიტალი

E. capital

G. kapital

Fr. capital

L. capitalis მთავარი

1. ღირებულება, რომელიც დაქირავებული შრომის გამოყენებით შექმნილი ზედნადები ღირებულების მიღების საშუალებაა;

2. ფული, ფულის დიდი მასა;

3. ზეგავლენა, ავტორიტეტი;

4. ფონდი;

5. ეკ. თეორიაში წარმოების სამი ძირითადი საშუალებიდან (მიწა, შრომა და კაპიტალი) ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადის მქონე, წარმოებული პროდუქციით, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება წარმოების პროცესში;

6. იურიდიული პირის საკუთრებაში დამფუძნებლების (აქციების შემძენი პირების) მიერ გადაცემული, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული ფულადი ან სხვა მატერიალური საშუალებების ერთობლიობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

კაპიტალი საწესდებო

E. authorized capital

შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოთა დაფუძნებისთვის აუცილებელი მინიმალური ან უფრო მეტი ოდენობის ფულად ღირებულებაში ასახული ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით არსებული საწესდებო (სადამფუძნებლო) დასახელება. კრედიტორების წინაშე საწარმო პასუხს აგებს საწესდებო კაპიტალის ოდენობის ფარგლებში. აგრეთვე, პასივის ნაწილი, სადაც აისახება ეს მაჩვენებელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კაპიტალი – მეწარმესთან (კომპანია, კორპორაცია) მიმართებაში – მისი ძირითადი და საბრუნავი საშუალებების საერთო ღირებულება. განასხვავებენ ძირითად, გამოშვებულ, განაღდებულ, სარეზერვო, ნომინალურ კაპიტალებს. კაპიტალის წარმოშობის წესი და სტრუქტურა დაწვრილებით რეგლამენტირდება კანონით. მაგ; ყოველ სააქციო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძირითადი (სააქციონერო) კაპიტალი. სააქციონერო კაპიტალის ოდენობა დგინდება დამფუძნებლების მიერ და მიეთითება საზოგადოების წესდებაში, ამიტომ მას აგრეთვე ეწოდება საწესდებო და უნდა იყოს აქციათა ნომინალური ფასის ტოლი. უმეტეს ქვეყნებში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საზოგადოების ძირითადი (აქციონერული) კაპიტალის მინიმალური თანხა, ხოლო მისი მაქსიმალური ოდენობა საერთოდ არ წესდება არცერთ ქვეყანაში. სააქციონერო კაპიტალი წარმიშობა: 1. – დამფუძნებლებს შორის აქციების განაწილების (ანუ ხალხში მიმოქცევის გარეშე) გზით. 2 – აქციებზე სახალხო ხელმოწერის გამოცხადების გზით. თითქმის ქველა ქვეყნის სამართალი მოითხოვს აქციათა (პაიების) მთლიან (სრულ) განთავსებას, როცა არის შექმნილი საზოგადოების აღიარების აუცილებელი პირობა, ანუ სააქციონერო კაპიტალი მთლიანად უნდა იყოს დაფარული ხელმოწერილი აქციებით (პაით)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……