კაპიტალური ხარჯები

კაპიტალური ხარჯები

E. capital costs

ყველა ის საბიუჯეტო ასიგნება, რომელიც წარიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების და ღონისძიებების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გადიდებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კაპიტალური ხარჯები – (ძირითადი კაპიტალის შეძენა) სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად სახელმწიფო დაკვეთებით ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯები.   Source: საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3;   გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანადანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია.   Source: საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, 2005 წლის 8 აპრილი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……