კაპიტულაცია

კაპიტულაცია

ამა თუ იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, როცა მთელი შეიარაღება და ინფრასტრუქტურა მოწინააღმდეგის ხელში გადადის, ხოლო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო ტყვეების სტატუსს იღებს. კ–ის ნიმუშებად ასახელებენ მეორე მსოფლიო ომში გერმანიისა და იაპონიის მიერ ხელმოწერილ აქტებს, რომლის მიხედვითაც, ორივე ეს სახელმწიფო თავის სრულ მარცხს აღიარებდა და თანხმდებოდა იმ პირობებზე, რომელთაც მათ გამარჯვებული მხარე უყენებდა. ტერმინი შეიძლება გამოიყენებოდეს არასამხედრო თვალსაზრისითაც და აღნიშნავდეს რადიკალურ დათმობას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. capitulation

G. kapitulation

L. capitulare ცნობილ პუნქტების მიხედვით მოლაპარაკება

capitulum თავი, კანონის მუხლი

საბრძოლო მოქმედების შეწყვეტა და გამარჯვებული მხარის მიერ ნაკარნახევ პირობებზე დანებება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……