კასაცია

კასაცია

E. cassation, appeal

Fr. cassation

G. kassation

L. cassasio გაუქმება, განადგურება

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადებში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. კასაცია – სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების (გადაწყვეტილების) გასაჩივრება (გადასინჯვის მოთხოვნა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. კასაცია – Cassation  – [ლათ.cassatio გაუქმება] 1. სასამართლოს განაჩენის ან გადაწყვეტილების გასაჩივრება და გადასინჯვა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. 2. განცხადება სასამართლოს განაჩენის (გადაწყვეტილების) გადასინჯვის შესახებ. 3.არჩევნების ჩათვლა არანამდვილად და მათი გაუქმება კონსტიტუციის ან საარჩევნო კანონის დარღვევის გამო.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……