კასტა

კასტა

სოციალური ნორმებით, სპეციფიკური ტრადიციებით, ქცევით, ცხოვრების სტილით, ურთიერთდახმარებით, ტანსაცმლით, საკვებითა და სხვა თავისებურებებით დაკავშირებული, საერთო შთამომავლობით გაერთიანებულ ადამიანთა (ხშირად – ეთნიკური) ჯგუფი. კ–ის შემადგენლობაში შედის ენდოგამიური თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შემდგარი ნათესაურუ ჯგუფები, ჩამოყალიბებული წარმომავლობის, საერთო საქმიანობის და თავისი წევრების უფლებრივი მდგომარეობის საფუძველზე; კ. იერარქიულად აგებულ სისტემაში ჩართული სოციალური სტრატიფიკაციის ფორმაა, განკერძოებული და დახშული (დახურული) სტრატაა, რომლის წევრობაც დადგენილია; კონტაქტები სხვა სტრატებთან შეზღუდულია, მობილურობა კი – თეორიულად გამორიცხული. ყოველი კ–ის წევრებს მხოლოდ ერთი ტიპის საქმიანობის უფლება აქვთ, თუმცა, საბოლოოდ, კ. მაინც არაეკონომიკური კრიტერიუმებით იქმნება. კ. ძალზე მკვეთრადაა გამოხატული ინდოეთში, სადაც ჯგუფისადმი კუთვნილება მემკვიდრეობითია და შესაძლოა ადამიანმა ვერასოდეს შეიცვალოს. ფართო გაგებით, კ. გულისხმობს საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის განკერძოებულობას, დახშულობასა და ჯგუფურ პრივილეგიებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. caste

G. kaste

Fr. Caste

Port.Eu. casta ჯიში, წარმოშობა

L. castus სუფთა, უმწიკვლო

საკუთარი პრივილეგიებისა და ინტერესების დამცველი დახურული საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც გარეშე პირების შესვლა გაძნელებულია ან შეუძლებელი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……