კენჭისყრა

კენჭისყრა

არჩევნების ჩატარების ამ მეთოდს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მკაფიოდ პირველად დაფიქსირებულია ჯერ ძველ საბერძნეთში და შემდეგ ძველ რომში. კ–ის ინსტიტუტის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი შუა საუკუნეების იტალიურ ქალაქ–რესპუბლიკებს უკავშირდება. არსებობდა ვენეციის დოჟის საარჩევნო კ–ის ძალზე დეტალური განაწესი. ბოლოს, არჩევნებში კ–ის წესი კონსტიტუციურად განისაზღვრა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. პოლიტიკურ მეცნიერებებში არჩევნები სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლება: ა) ხმის მიცემის პროცედურის სპეციფიკა; ბ) ამომრჩეველთა ქცევა არჩევნების პერიოდში, და ბოლოს, გ) კონკრეტული სახის არჩევნების (მაგ., არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში) სპეციფიკის შესწავლა.

See also: სახელობითი კენჭისყრა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. ballot

რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად ხმის მიცემა, რაიმე საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირება; მოქალაქეთა საარჩევნო უფლების განხორციელება; საქართველოს „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა – სახელობითი კენჭისყრა), ან ფარული (ბიულეტენებით, კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღნიშვნის დაუშვებლობის გათვალისწინებით)“ (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 141).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……